1745435279
შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარი უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს, რომ მოქმედებს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით

ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარი უსამშობლობასაც ვერ ხვდება და ღიად საუბრობს იმას, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ უნდა დააინტერესოს ეკონომიკური თვალსაზრისით და იმოქმედოს შტატების ინტერესებიდან გამომდინარე.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს არც აშშ-ს ინტერესებით, არც რუსეთის ინტერესებით, არც ჩინეთის ინტერესებით, არც გერმანიის თუ საფრანგეთის ინტერესებით საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ერთადერთი ქართველი ხალხის ინტერესებით, ეს არის ამოსავალი წერტილი. მამუკა ხაზარაძეს და მის ნაირ თაღლითებს, რომელსაც დღესაც 600,000$ აქვთ ჩასარიცხი საქართველოს ბიუჯეტში, ამ თაღლითებს, რომ აქვთ უცხოელების მხრიდან გასაქანი მიცემული ქართულ პოლიტიკაში ამიტომაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების პოლიტიკური თუ ეკონომიკურ ჯგუფების ინტერესები არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციაში. ამიტომ ფროიდისეული წამოცდენა არის ხაზარაძის მხრიდან. რაც მას გულში უდევს ის გვაჩვენა. სინამდვილეში ყველა საკითხს უყურებს არა ის თუ რა ინტერესი აქვს ქართველ ხალხს, არამედ რა ინტერესი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩვენ, პირველყოვლისა ამოვდივართ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესით და სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესი ემთხვევა სხვა ქვეყნების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ჯგუფების ინტერესებს, იქ დგება ალიანსები და თანამშრომლობა. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.