რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
პირად ურთიერთობაში როცა ვსაუბრობთ, ყველა გაკვირვებას გამოხატავს, თუ რატომ არის დღეს ასე გართულებული ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მონტენეგროში ვიზიტისას ჟურნალისტებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პერსპექტივიდან ეს არის ბრიუსელის აგრესიული რიტორიკის ბრალი.
„ჩვენ ჩვენს პერსპექტივას ვუხსნით, კერძოდ იმას, რომ სამწუხაროდ ბრიუსელს არჩეული აქვს აგრესიული რიტორიკის და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გზა, რაც არასწორი და არაევროპულია და ეწინააღმდგება ევროკავშირის იდეას. ევროკავშირის იდეა არ არის სხვა ერებზე ბატონობა და მათი ცხოვრების წესის საკუთარ გემოზე მოწყობა, ევროკავშირის მთავარი იდეა არის თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემით. ასე რომ ჩემ კოლეგებთან, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, ყოველთვის ეს სულისკვეთებაა. ის კოლეგები, რომელიც სხვა სულისკვეთებით მოქმედებენ, მათთან შეხვედრები შესაძლებელი არ არის ხოლმე.
ამ ფორმატში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში ვხედავთ აბსოლუტურ კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.