გაზი ორი დღით შეწყდება - „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს აფრთხილებს
1761679861
შეიძლება, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით, ეს მოიაზრებდა რუსეთთან ისეთი ნივთის, საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოჯახის წევრებს ვაჭრობა აქვთ რუსეთთან.
„ვხედავთ, რომ ბალტიის ქვეყნებს გაქანებული მიმოსვლა აქვთ გემებით, ნავთობის ზიდავენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერების ოჯახის წევრებს ვაჭრობა აქვთ რუსეთთან. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კალასის მეუღლე დაკავებული იყო რუსეთთან ბიზნესით. სხვათა შორის, შეიძლება, ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, რომ ქალბატონი კალასის მეუღლის ბიზნესი რუსეთთან მოიაზრებდა ისეთი ნივთების და საქონლის მიწოდებას, რომელიც შესაძლოა, გამოყენებული იყოს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. ასე რომ, ასეთი საქონლით ვაჭრობდა კალასის მეუღლე რუსეთთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ „არსებობს რისკი, საქართველო ორმაგი დანიშნულების ნივთის რეექსპორტით ალტერნატიულ უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს“.
„გასაგებია. რისკი იმიტომ არსებობს, რომ საქართველო არის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს სანქცირებული ტვირთია, ნარკოტიკებია, იარაღი – ყველა კონტრაბანდისტი, რომელიც მსოფლიოში დაკავებულია სხვადასხვა უკანონო ტვირთების გადაზიდვით, რა თქმა უნდა, ცდილობს, გზები მოძებნოს. ამიტომ აქებს დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენი კონტროლის მექანიზმი არის მსოფლიოში გამორჩეული, ეფექტიანი. ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელმა მილიონები დახარჯა „ენჯეოებზე“ იმ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რაც ჩვენ სამ წელზე მეტია, ვისმენთ საქართველოსთან დაკავშირებით. რეალურად, ხომ შეიძლება, რამე ექსცესები ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაასახელეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.