POLITICO: ახალი გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონი ბოლო 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი ბოლო 50 წლის განმავლობაში საფრანგეთის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია, ხუთშაბათს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, - წერს გამოცემა POLITICO.

სოციოლოგიური კომპანია Verian Group-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და რომელიც გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ მაკრონის რეიტინგი 11%-ს შეადგენს.

წინა ანტირეკორდის მფლობელი მაკრონის უშუალო წინამორბედი, ფრანსუა ოლანდი იყო, რომლის რეიტინგი 2016 წლის ბოლოს 11 პროცენტამდე დაეცა.

„მაკრონი და ოლანდი ახლა იყოფენ საფრანგეთის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტების გვირგვინს 1970-იანი წლების დასაწყისიდან“, - წერს POLITICO.