1758051983
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის შეფასება არაერთხელ მოგისმენიათ ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მეც არაერთხელ მითქვამს, რომ მას გადამწყვეტი როლი ჰქონდა იმ პროცესში, რომ საქართველო არ ჩათრეულიყო ომში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
„მისმა მკაფიო და ცხადმა პოზიციამ მისცა მთავარი ტონი ყველა სახელისუფლებო შტოს თუ სხვადასხვა ინსტიტუციას, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას არ გაწირავდა მარიონეტული ომისთვის, სადაც გვითრევდნენ მაშინ.
ამის გარდა სხვა სახის მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია მათ შრის პანდემიის წარმატებით დაძლევის და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა იმაში, რომ „დიფ სთეითმა“ ვერ შეძლო საქართველოს ჩათრევა ომში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.