1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰიტოში კიკავადას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს გლობალური ცვალებადი გეოპოლიტიკური გარემო და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი მტკიცე მხარდაჭერა აერთიანებს. ასევე, ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე.
შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს შესაძლებლობები და პოტენციალი განახლებადი ენერგიის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის მიმართულებებით.
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ჰიტოში კიკავადამ გამოხატა საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტთან კავშირების ინტენსიფიკაციის მზაობა.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.