შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეგიონულ დირექტორს, ევა ბუჟას შეხვდა.

ევა ბუჟამ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობისთვის. აღინიშნა ინსტიტუტის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს დემოკრატიზაციისა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის საქმეში.

შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის პრიორიტეტები და პარლამენტის გაძლიერების პროცესში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შემდგომი ჩართულობის შესაძლებლობები. მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.