შალვა პაპუაშვილი: Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედანაა ორგანიზებული

 შალვა პაპუაშვილი

"როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს "ნაცმოძრაობა" და "ალტ ინფო", მე მგონი, საზოგადოებისთვის მარტივია დასკვნების გამოტანა, თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს.

"ამ მხრივ, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს. რა თქმა უნდა, სურვილი არის ქვეყნის დაზიანება. ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს. ეს არის ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი. მას მხოლოდ სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის. როდესაც ამ პროექტის წინააღმდეგ ვხედავთ ნარატივებს, გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც არის ორგანიზებული გარედან. შეხედეთ ვინ არიან აქტორები, შეხედეთ საიდან ფინანსდებიან, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემხოთ და ქვეყანა დაემორჩილებინათ, ახლა უნდათ ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ ეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პროექტის წინააღმდეგ ნარატივები არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც გარედანაა ორგანიზებული.