შალვა პაპუაშვილი: დიდი ეჭვი მაქვს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ

შალვა პაპუაშვილი

ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს ჰქონდა დაგროვილი, მათ შორის მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები იყო. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც განაცხადა, რომ კასრებში იარაღი ინახებოდა.

„სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. როცა ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარები ევროპარლამენტში და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს და მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.