შალვა პაპუაშვილი: დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა წინა წლებში საქართველოს პოლიტიკით და საქართველოთი, თვე არ გადის, სხვადასხვა მავნებლობა არ მოდიოდეს

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ბრიტანეთის მიერ "იმედისა" და "პოსტივის" წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და ეს არის თავდასხმა არა სამართლებრივი ინსტრუმენტებით, არამედ აბსოლუტური თვითნებობით, პოლიტიკური ინსტრუმენტით.

"ხელის გულზე დევს რაც ხდება. დიდი ბრიტანეთი, რომელიც მაინც და მაინც დიდად არ ინტერესდებოდა წინა წლებში საქართველოს პოლიტიკით და საქართველოთი, რატომღაც კვირა არ გადის, რომ ბრიტანეთის პარლამენტში განხილვები არ იყოს და თვე არ გადის, რომ რაიმე სხვადასხვა მავნებლობა არ მოდიოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ, რომ არაფორმალური მმართველობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას ყურში ჩურჩულებდა საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკას და დღეს ჩვენ ვხედავთ ახალი ადმინისტრაციის ძალისხმევას, რომ დისტანცირდეს იმ არაფორმალური მმართველი ჯგუფებისგან, რომელიც "დიფ სთეითად" მოიხსენიება პრეზიდენტის მხრიდან, ვხედავთ, რომ გეოგრაფიული არეალი შეიცვალა ამ ძალებმა, გადმოინაცვლა უფრო ევროპისკენ და აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილად, მოულოდნელად თავს გვესხმის ბრიტანეთის სხვადასხვა ჯგუფი. რატომღაც უცებ აღმოჩნდა საქართველო ინტერესის არეალში.

ბრიტანეთთან რა გვაკავშირებს, გარდა იმისა, რომ 100 წლის წინ აქ ბრიტანული ჯარი იდგა, რომელიც გავიდა და ამით ისარგებლა რუსეთის მეთერთმეტე არიამ და საქართველო მიიერთა. სხვა რა კავშირი გვაქვს ასეთი, რომ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ვართ.

ერთადერთი ახსნა არის, რომ არის გარკვეული ძალები, რომლებიც დღეს ცდილობენ ბრიტანული სტრუქტურები გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანულ სანქციებს აქვს გარკვეული სიძლიერე, იმიტომ, რომ შესაძლებლობას აძლევს ადამიანების ფინანსური სისტემიდან გაქრობისა და თავდასხმის უფრო ძლიერი ინსტრუმენტია.

აქედან გამომდინარეა, რომ ხდება სხვადასხვა ბრიტანული ინსტიტუტების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. ამას ვხედავთ ჩვენ როგორც იმ თავდასხმაში თავისუფალ მედიაზე. საიდანაც არ უნდა შევხედოთ, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. მეორე, ეს არის თავდასხმა არა სამართლებრივი ინსტრუმენტებით, არამედ აბსოლუტური თვითნებობით, პოლიტიკური ინსტრუმენტით, რომლადაც აქციეს დღეს ე.წ. სანქციები. თავდაპირველად, გარკვეული სირთულეები შეექმნათ ამ კომპანიებს, თუმცა გამოსავალი მოიძებნება. მაგრამ ბრიტანულ თავდასხმას თუ შევხედავთ, მიზანი იყო კონკრეტული მედიების გაქრობა ფინანსური სექტორიდან, მიზანი არის მათი დახურვა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.