„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს რეალური ოპონირებას, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას აქცენტები კორუფციის საკითხებზე გააკეთა.
„ფაქტი, რომ კორუფციული შემთხვევების გამოვლენა ხდება და სამართალდამცავი უწყებები არ ერიდებიან პოლიტიკურ თანამდებობებს, ადასტურებს, ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მოურიდებლობაზე. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ დამოკიდებულება სერიოზულია.ბიძინა ივანიშვილი როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში და არჩეული იქნა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ, პარტიის ყრილობაზე დასმული აქცენტები მათ შორის ეხებოდა კორუფციის საკითხებს.
ჩვენ ვხედავთ და გამოძიების მიხედვით, როგორც ჩანს არის გარკვეული მტკიცებულებები, რომ რადიკალური ოპოზიციის მედიაც კი შერჩევით გაშუქებას აწარმოებდა და შეკრული იყო სხვადასხვა ჯგუფებთან. რადიკალური ოპოზიცია როდესაც ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ჰქვია რეალური ოპონირება, მნიშვნელოვანია, რომ თავად გუნდი იყოს თვითკრიტიკული. იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე მანკიერი გამოვლინება გუნდში არ იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.