პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი, ისევ BBC-ს უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ტელეკომპანია BBC-ს წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივარზე. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი „კამიტი“ გამოიყენა.
შალვა პაპუაშვილმა განმარტა გასაჩივრების პროცედურა და აღნიშნა, რომ BBC-ში გასაჩივრებას ფაქტობრივად, ფორმალური მნიშვნელობა აქვს.
„აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი, არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე ჩვენ მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. სანამ მივმართავდით სასამართლოს, ჩვენ იძულებული ვიყავით, მიგვემართა თავად BBC-სთვის. ეს პროცედურა ასეა - ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა, განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს, არა ჩვენ ვართ მართლებიო. ეს საერთოდ აბსურდია - იმ ჟურნალისტებმა, ვინც ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და უარი გვითხრეს. ამის შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი. აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ ამ ხალხის რედაქცია, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა, ჩაიბარა და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა [საჩივარი] და თქვეს, არა ჩვენ ვიყავით მართლებიო.
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. ისევ „BBC-ს უნდა მივმართოთ, ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ჩვენ BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, ფაქტობრივად, როგორც ფორმალობას, გავივლით ყველა ინსტანციას, თუ საჭირო გახდა, სტრასბურგამდეც მივალთ.
აბსოლუტურად არაადეკვატური კანონმდებლობაა დიდ ბრიტანეთში. ჩათვალეთ, რომ როგორც მოქალაქეს, თქვენ რომ დაგეჯახოთ მედია, გაგჭყლეტთ, როგორც ჭიანჭველას. ამას აკეთებს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა, ვერაფერს ვერ გააკეთებთ იქ, თუ არ ხართ შეძლებული ადამიანი, თუ არ გაქვთ გავლენები, იურიდიული ფორმები, რომლებიც გვერდით დაგიდგებიან”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051