შალვა კერესელიძემ, მთის კაცს, ვაჟკაცობა დამიწუნა, თუმცა, ბარში მცხოვრებ დეპუტატს დაავიწყდა, რომ „ვაჟკაცთა წესია მოვლენათა მიზეზების ძიება“ - ბაკურ ავსაჯანიშვილი

ბაკურ ავსაჯანიშვილი

მსურს, გამოვეხმაურო შალვა კერესელიძეს გუშინდელ გამოსვლას საპარლამენტო სხდომაზე.
კერესელიძე სიამაყით იხსენებს, რომ სამი წლის წინ, მცხეთა-მთიანეთის მხარეში გუბერნატორობის დროს, კამარა ჰესის მშენებლობის „არასასარგებლო პროექტი“ მისი ინიციატივით შეჩერდა.
საინტერესოა, მოსახლეობისთვის რამდენად სასარგებლო იქნებოდა გასხვისებული ელიას ტყე, რომელიც კოტეჯების მშენებლობისათვის კერძო პირებს უნდა გადასცემოდა...
იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, გუბერნატორი ამ საკითხს პირადად ლობირებდა. ჩვენს მხარეში, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი, ხშირად სტუმრობდა ხევს. კარდაკარ დადიოდა და ბუნდოვანი საუბრით, უშინაარსო თხოვნებით, სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დარწმუნებას ცდილობდა, რომ მათგან რაიმე ტიპის მხარდაჭერა მიეღო ამ არაქართულ, მოღალატეობრივ საქმიანობაში.
შალვა კერესელიძემ, მთის კაცს, ვაჟკაცობა დამიწუნა, თუმცა, ბარში მცხოვრებ დეპუტატს დაავიწყდა, რომ „ვაჟკაცთა წესია მოვლენათა მიზეზების ძიება“ (ვაჟა-ფშაველა).
კაცისგან, ყურმოკრული, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის ატაცება, მისი ხელახალი გავრცელება და პარლამენტის ტრიბუნიდან ამ საკითხზე შეფასებების მტკიცებით ფორმაში გაჟღერება სამარცხვინოა, თუმცა, ხალხისგან, რომელმაც ყველაფერს ხაზი გადაუსვა, ყველას და ყველაფერს უღალატა, გასაკვირი ნამდვილად აღარაფერია. - წერს ბაკურ ავსაჯანიშვილი ფეისბუკში.