პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
დღეს მელაძის „პირველმა“ სცადა, პრემიერის კომენტარით ესარგებლა და პირდაპირ ეთერში, რომელსაც ყველა ტელეკომპანია გადასცემდა - პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაევრცელებინა. ადგილობრივი პროპგანდისტი, ნატო გოგელია არ ელოდა, რომ პრემიერი ზუსტად ფლობდა ინფორმაციას რეალურ ფასებთან დაკავშირებით და მას მაშინვე უპასუხებდა წარმოუდგენელი სიზუსტით ხსენებულ პროდუქციაზე კონკრეტული ფასების შესახებ. - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში.
სწორედ ასეთი პრემიერი სჭირდება ქართველ ხალხს. მენეჯერი, რომელიც ყოველდღიურად აკონტროლებს მოქალაქეების საყოფაცხოვრებო მდგომარეობას და რეალურ მონაცემებს ფლობს. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ის კიდევ ერთხელ ადასტურებს პრემიერის ძლიერ უნარებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერი და სახელისუფლებო გუნდი ფასებით კმაყოფილები არ არიან, რაც ინფლაციასთან ბრძოლის აქტიურ ნაბიჯებშიც ჩანს. თუმცა, შედეგებს დრო სჭირდება და ეს პროცესი მხოლოდ ადგილობრივ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. - წერს შაკო კუჭაშვილი.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051