სერბეთის პრეზიდენტი ტრამპს და პუტინს შეხვედრის ჩატარებას ბელგრადში სთავაზობს

ბი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვედრის გამართვას ბელგრადში სთავაზობს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, სერბეთი დაინტერესებულია ასეთი შეხვედრის ჩატარებით და ქვეყნის ხელისუფლებას აშშ-ის და რუსეთის ლიდერებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

„ეს არის ქვეყანა, სადაც ტრამპს ევროპაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერბეთს ტრამპის მხარდაჭერის დონეში შეეჯიბრებოდა... მეორე მხრივ, ეს აგრეთვე არის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი პუტინი ძალიან პოპულარულია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის ადგილი დედამიწაზე, რომელიც ძალიან კარგად მოუხდება ორივეს“, - თქვა ვუჩიჩმა.