სექტანტ-მავნებლების მთავარი უბედურებაა, რომ რა ცოდვა აქვთ ჩადენილი მართლა ვერ თუ არ ხვდებიან, სინანულზე და მონანიებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია - ლევან ნიკოლეიშვილი მაია ნადირაძეზე

ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთ გირგვლიანზე კი არა, კიდევ ვიღაცას ამბობენ ერთს“-ო! იმ ერთს, რომ მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და წავიდა... ნაწამები თუ დახოცილები, ციხეში ჩაყრილები თუ ომში მიტოვებული ცხედრები... თან უკვირთ ამას უნდა გადაგვაყოლოთო?! ეს არის სექტანტ-მავნებლების მთავარი უბედურება, რომ რა ცოდვა აქვთ ჩადენილი მართლა ვერ თუ არ ხვდებიან, სინანულზე და მონანიებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნაცმოძრაობის ყოფილი წევრის მაია ნადირაძის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას. 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, „ნაცმოძრაობის,“ სექტანტებად ჩამოყალიბებულების უბედურება ის კი არაა, რომ მიშა სააკაშვილზე „აფანატებენ,“ ან ის რომ ქვეყანა არ უყვართ, ან ის, რომ ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და მეწყერს და წყალს წაუღია ქვეყანაც და ხალხიც, არამედ ის, რომ რეალურად მართლა ვერ აცნობიერებენ რა და რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი. 

მისივე თქმით, მაია ნადირაძეს კი არა, ვის არ გამოიყვანენ, ოღონდ მეორე უბედურებას ვერ ხვდებიან, რაც მეტს საუბრობენ მით უფრო ახდენენ მათთვისვე გამანადგურებელ თვითლუსტრაციას. 

„ნაციონალური მოძრაობის,“ სექტანტებად ჩამოყალიბებულების უბედურება ის კი არაა, რომ მიშა სააკაშვილზე „აფანატებენ,“ ან ის რომ ზოგადად ქვეყანა არ უყვართ, ან ის რომ ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და მეწყერს და წყალს წაუღია ქვეყანაც და ხალხიც, არამედ ის რომ რეალურად მართლა ვერ აცნობიერებენ რა და რამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი! მაია ნადირაძეს (ან ვის გაახსენდა, ან ვინ და რატომ იფიქრა, რომ რამეს ჭკვიანურს იტყოდა ?!) კი არა ვის არ გამოიყვანენ, ოღონდ მეორე უბედურებას ვერ ხვდებიან, რაც მეტს საუბრობენ მით უფრო ახდენენ მათთვისვე გამანადგურებელ თვითლუსტრაციას! „ერთ გირგვლიანზე კი არა კიდევ ვიღაცას ამბობენ ერთს“-ო! იმ ერთს, რომ მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და წავიდა... ნაწამები თუ დახოცილები, ციხეში ჩაყრილები თუ ომში მიტოვებული ცხედრები...თან უკვირთ ამას უნდა გადაგვაყოლოთო?! ეს არის სექტანტ-მავნებლების მთავარი უბედურება, რომ რა ცოდვა აქვთ ჩადენილი მართლა ვერ თუ არ ხვდებიან, სინანულზე და მონანიებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია! მაგრამ კიდევ ერთი დიდ უბედურება და მათზე დიდ ჭირი მათი მსმენელ-მომწონებელ-მხარდამჭერებია არიან! ამბობენ „გემოვნებაზე არ დავობენო,“ შეიძლება ასეც არის მაგრამ პოლიტიკურ გემოვნებაზე შეგიძლია იდავო - როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ასე ყველაფერი არ მართლდება, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული დაუდო, მით უმეტეს როცა ძალიან, ძალიან ცუდი სუნი აქვს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.