1733342735
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ მიატოვა დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე.
არ შეცდეთ: "ქართული ოცნება" იყენებს კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას.
აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს და დასაჯოს ისინი, ვინც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ესკალაციას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ამ რეპრესიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ყველა სხვა თანამდებობის პირის მიმართ. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს იგივე გააკეთონ", - წერია განცხადებაში.