საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მშვიდობიან, ქვეყანაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან პოლიტიკას - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

2 აპრილს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს შედეგები მიუთითებს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებები და საზოგადოების არჩევანი თანხვედრაშია.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ მშვიდობიან, ქვეყანაზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა. ჩვენი საზოგადოების ასეთი მაღალი მხარდაჭერა სწორედ ამის განმაპირობებელია“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.