სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
ლარის საიუბილეო წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა.
„გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ, თითქმის, 10 % შეადგინა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ასევე, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან, 3 %-იან მაჩვენებელთან ძალიან ახლოს არის, გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი ხარისხი და ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზების მიხედვით, საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, მოწინავე სამეულშია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს განვითარების ეს გზა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ვართ ღია ინვესტიციებისთვის, ეკონომიკური აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის.
ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და თავისთავად, ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული თანმიმდევრული პოლიტიკა, მათ შორის, ლარიზაციის პოლიტიკა, ეფექტური მონეტარული და საზედამხედველო მიდგომები.
ხელშესახები შედეგიც სახეზეა – თუ 2015 წელს დეპოზიტების 70% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი (48%) ლარშია დენომინირებული, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,“ – განაცხადა კობახიძემ.