ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის საგანია მოლდოვის პრეზიდენტის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული განცხადება.
მმართველ გუნდი "დიფ სთეითის" გავლენებზე საუბრობს და განმარტავს, რომ საქართველოსთვის სუვერენიტეტის დათმობა მიუღებელია.
მაია სანდუმ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა, რომ ის, რეფერენდუმის შემთხვევაში, მხარს დაუჭერს მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას.
მოლდოვის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა და თქვა, რომ დღევანდელ პირობებში მოლდოვისთვის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მოლდოვაში საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს მაია სანდუს პოლიტიკას.
"ნეიტრალური სახელმწიფო, თავის კონსტიტუციით, ამბობს, რომ მდგომარეობა იმდენად რთულია, გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუმინეთთან შეერთება, მაგრამ ამ გადარჩენას აქვს გარკვეული პირობები, გარკვეული გზა არის გასავლელი.
საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდუს პოლიტიკას, არა იმიტომ, რომ მას თითქოსდა ორიენტირი აქვს აღებული ევროკავშირისკენ. შეიძლება სიტყვით ერთ ამბობს, მაგრამ რეალური ევროსტანდარტი რასაც ჰქვია, არცერთი ნიშნით არ არის გათვალისწინებული მოლდოვაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.