1741782778
საზოგადოებას ნამდვილად უნდა აინტერესებდეს, თუ საიდან ფინანსდება მათი ვოიაჟები თავიანთ პატრონებთან, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავენ - არჩილ გორდულაძე „ნაცმოძრაობაზე“

საზოგადოებას ნამდვილად უნდა აინტერესებდეს, თუ საიდან ფინანსდებიან და საიდან ფინანსდება მათი ვოიაჟები თავიანთ პატრონებთან, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამჭვირვალე უნდა იყოს საქართველოში ჩარიცხული ნებისმიერი ფინანსები და ამის შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ.
„საზოგადოებას ნამდვილად უნდა აინტერესებდეს, თუ საიდან ფინანსდებიან და საიდან ფინანსდება მათი ვოიაჟები თავიანთ პატრონებთან, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავენ, ხომ არ არის ამ ყველაფერში ჩართული უცხოური ფული და კიდევ უფრო საინტერესოა, ამ უცხოური ფულის წარმომავლობა საიდან მომდინარეობს.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ფინანსები საქართველოში ჩარიცხული და უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რაში იხარჯება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი მაგალითია „ნაცმოძრაობის“ კლასტერში შემავალი ადამიანების ვოიაჟები“, - აღნიშნა გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისი გაიყიდა. უკვე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, წარმოება დღეს დასრულდა.