სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ჯო უილსონი ოქროს კაცია, აშკარად უყვარს საქართველო, იმდენად მომწონს, როდესაც საქართველოში ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ლობისტობა შეურაცხმყოფელი რამ არ არის, ლეგალური საქმიანობაა, ჯო უილსონი კი საქართველოს პატივს სცემს და მისთვის სულ ერთი არ არის, რა მოხდება ქვეყანაში.
„ჯო უილსონი არის ოქროს კაცი, აშკარად უყვარს საქართველო, იმდენად მომწონს ეგ კაცი, როდესაც საქართველოში ჩამოვა, ხარი უნდა დავუკლა. რაც შეეხება „ოცნების“ საუბარს, რომ ჯო უილსონი ლობისტია, ჯერ ერთი, ამერიკაში ლობისტობა შეურაცხმყოფელი რამ არ არის, ეს ლეგალური საქმიანობაა, არ ვიცი, ვის ლობირებს, ან ვის არ ლობირებს. განცდა მაქვს, რომ უბრალოდ პატივს სცემს საქართველოს და მისთვის სულ ერთი არ არის, რა მოხდება საქართველოში. მისი ეს ინიციატივა და ძალისხმევა არაჩვეულებრივია, რადგან ამ მოღალატე ხელისუფლებას არავინ უნდა აღიარებდეს. ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, მიიღებენ თუ არ მიიღებენ ამ კანონპროექტს. ერთი რამ ფაქტია, ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ნახევარ წელზე მეტი არიან უკვე და ძალიან ბევრ პრობლემას არიან შეჭიდებული, ამიტომ ჩვენთვის ჯერ ვერ მოიცალეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად მოიცლიან, მთავარია, იყოს წინააღმდეგობა და ბრძოლა, ამის შემდეგ აშშ-დან მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.