1759569555
საზოგადოებას მივმართავ, ვხედავთ, რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების, ამიტომ, ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება - შალვა პაპუაშვილი

"ყველა ინფორმაცია, რაც ფეიკ მედიიდან წამოვა, მოსახლეობა დაელოდოს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
"ჩვენ ვხედავთ ზოგადად, დღეს, გუშინ და გუშინწინ ვნახეთ, არის საინფორმაციო შტურმი. ხომ გსმენიათ სხვადასხვა არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმები. ორი დღე არის ვაკვირდებით საინფორმაციო შტურმს, რომელშიც მონაწილეობენ პარტიები, ფეიკ მედია და ენჯეოები იმისთვის, რომ თავს დაესხან დემოკრატიულ არჩევნებს. ჩვენ ამას ყველაფერს აღვრიცხავთ. ხედავთ, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი რეაგირება.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღესაც სწრაფად ყველა საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია მისცენ საზოგადოებას.
საზოგადოებას კი მივმართავ, რომ დღეს ვხედავთ ჩვენ, რომ არის გარედან ორგანიზებული და მხარდაჭერილი საბოტაჟი ქართული არჩევნების. ამიტომ, ყველა ვიყოთ ფხიზლად იმ საინფორმაციო შტურმის პირობებში, რაც ახლა ხორციელდება. ყველა ინფორმაცია, რაც ფეიკ მედიიდან წამოვა, მოსახლეობა დაელოდოს ამ ინფორმაციის გადამოწმებას და ოფიციალურ განმარტებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია იმისთვის, რომ უსწრაფესად იყოს რეაგირება ყველა საკითხთან დაკავშირებით და ჩვენც რა თქმა უნდა პარტიის მხრიდანაც გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.