1759573255
ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს განმარტებები მათ გააკეთონ - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრი გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს საერთაშორისო დამკვირვებლები არ არიან დემოკრატიული ქვეყნებიდან ჩამოსული და რომ მათი პროფესიონალიზმი ეჭვქვეშაა.
„საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ყველას ვისაც აქვს ინტერესი, აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, საიდანაც ინტერესი გამოიხატა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების. მე არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ ევროპის ქვეყნებიდან დამკვირვებლები და თუ ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ სჯობს მათ გააკეთონ განმარტებები“, - განაცხადა მინისტრმა.