საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. დღის ბოლოს საქართველო კიდევ გაიმარჯვებს - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

მისი თქმით, დღეს, ამომრჩეველს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება და დღის ბოლოს საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

„საზოგადოებას არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდება. ყველაფერი არის ხელისგულზე - პოლიტიკური მდგენელი. საზოგადოებამ, ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ ერთ ძალა წარმატების მიღწევის იმ გამოწვევებში, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას - მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავება და ერთიანი მთლიანი ძლიერი საქართველოსთვის ბრძოლა. ამიტომაც ნამდვილად არ იქნება პრობლემა არჩევანის გაკეთება ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად დღეს უკვე დღის ბოლოს საქართველო კიდევ გაიმარჯვებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.