1762717258
,,საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ იხილა თუ როგორი მკაცრი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ზურაბ რურუა
,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებებზე მუშაობა, დასასრულს უახლოვდება. კანონპროექტს მესამე მოსმენით დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც მისი განხილვა და დამტკიცება უკვე პლენარულ სესიაზე მოხდება.
კანონპროექტით საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების შეზღუდვის გამონაკლისს ემატება საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა.
გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მმართველობითი/სათათბირო ფუნქციის განხორციელებისთვის შექმნილ სხვა კომისიებსა და საბჭოებში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა არა ანაზღაურებადი საქმიანობა აღარ ჩაითვლება თანამდებობრივ შეუთავსებლობად.
"ძალიან მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლა. საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ იხილა, თუ როგორი მკაცრი იქნება მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამან მოგვცა იმის საფუძველი, რომ არავინ იფიქროს, არცერთმა ჩინოვნიკმა თუ საჯარო მოხელემ [მსგავსი რამ]", - განაცხადა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ რურუამ.












