1696234801
„საზოგადოება დაინახავს უკეთესად, რომ ნული მტკიცებულების პირობებში ეს ადამიანები მაინც ლაპარაკობენ ტყუილებს“ - მამუკა მდინარაძე არჩევნების საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ოპოზიცია ამ საკითხზე ტყუილების თქმას განაგრძობს.
მისივე თქმით, ამ თემაზე "ნაცების და აგენტურის სპეკულაციები" არასდროს დასრულდება.
"ნაცების" და აგენტურის სპეკულაციებს ვერაფერი დაასრულებს, გამორიცხული ამბავია, რადგან მტკიცებულება აქვთ თუ არა აქვთ, აქამდე ამას მნიშვნელობა ხომ არ ჰქონდა, არც ამიერიდან ექნება მნიშვნელობა. უბრალოდ, საზოგადოება დაინახავს უკეთესად, რომ ნული მტკიცებულების პირობებში, ეს ადამიანები მაინც ლაპარაკობენ მაინც ტყუილებს. ისინი საუბრობენ მტკიცებულების გარეშე - ანუ, აბსოლუტურ სიბინძურეს და ტყუილს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არჩევნების საქმეზე, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას განაგრძობს. დაკითხვებია საქალაქო სასამართლოში. ამ წუთებში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, კითხვებს პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია სივრცე კავკასიის" თავმჯდომარე, ირმა პავლიაშვილი, რის შემდეგაც დაიწყება "დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის" თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის დაკითხვა. ამავე საქმეზე, გამოძიების კითხვებს უკვე უპასუხეს პოლიტიკოსებმა, ცესკოს თავმჯდომარემ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.