საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები, ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები - ანრი ოხანაშვილი

ქართული ოცნება

საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი, ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ ევროინტეგრაციის შეფერხებისა და პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები, - განცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას და საპასუხოდ ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი - ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ, საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც.

ჰიბრიდული საფრთხეების და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერ-დანაშაულები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულებზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას,“- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.