მძიმე ავარიას გადარჩენილმა ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მეუღლე დაიღუპა
1767297430
სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესი იცვლება. 81 დეპუტატის მხარდაჭერით, პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა.
გაწვევას სასამართლო სარჩელი ვეღარ შეაჩერებს და დისტანციური სწავლა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი აღარ იქნება.
მეორე მოსმენისას დაზუსტდა, რომ ინიციატივა არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 2024 წლის პირველ იანვრამდე ონლაინ სტუდენტის სტატუსი ექნებათ.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი, საქართველოს მთავრობაა, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილეს.