1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრას დაესწრება, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტში.
„პოლიტიკო“ წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ბრიუსელშიც დაადასტურეს
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სამიტზე საუდის არაბეთის პრინცის დასწრება მნიშვნელოვანია, რადგანაც თავის დროზე მოჰამედ ბინ სალმანი დასავლეთში პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული. ამის მიზეზი 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გახმაურებული მკვლელობა იყო, რაც სავარაუდოდ, სალმანის მითითებით მოხდა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები შეხვდებიან, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
სამიტს ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ასევე არის არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც სამიტზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ვიცე-პრემიერითა და ფინანსთა მინისტრით.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრებიან ქუვეითისა და ბაჰრეინის მთავრობების მეთაურები და კატარის ემირი. ამასთან სამიტზე სავარაუდოდ, არ გემგზავრება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
„პოლიტიკო“ წერს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა გააძლიერა კავშირები წიაღისეული საწვავით მდიდარ სპარსეთის ყურის რეგიონთან, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. თუმცა, ურთიერთობას სერიოზული დაბრკოლებები შეხვდა-„კატარგეიტის“ სკანდალმა, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტის წევრები კატარის ინტერესების ლობირების სანაცვლოდ ქრთამის მიღებაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა დღეს გაიმართება.