ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე, იყო განცხადებები, რომელიც შეეფერებოდა რეალობას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გუშინ გამართულ დებატებს.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომლებიც გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, თუმცა ამასთანავე, იყო განცხადებები, რომელიც შეეფერებოდა რეალობას. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ვერ გაიმარჯვა იმ გუნდმა, რომელსაც მხარს უჭერდა რამდენიმე ევროპარლამენტარი, მაშინ ესე იგი არჩევნები არასწორად და ცუდად იყო ჩატარებული. პირდაპირ თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი მიდის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, თუმცა არანაირი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიცრუით გაჯერებულ განცხადებებს ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, რაც შეეხება არჩევნების გამოძიების მოთხოვნას, მისი თქმით, პროკურატურამ დაიბარა ყველა ის ადამიანი, რომელიც აცხადებდა, რომ გაყალბების მტკიცებულებებს ფლობდა, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.
„არ აქვთ არანაირი არგუმენტი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით. ამდენი ხანია, ვისმენთ განცხადებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარედან. იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმეს მტკიცებულება, რაიმე ფაქტი გააჩნია, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებებთან. ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ მიმართა პროკურატურას, დაწყებულია გამოძიება, დაბარებული იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, ვინც საუბრობდნენ გაყალბებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჰქონდათ უამრავი ფაქტი. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ არაფერი გააჩნიათ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. შესაბამისად, ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, დაფუძნებულია ამ სიცრუესა და ტყუილზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.