რომელი მშობლისგან რა დაავადებები და ნიშან-თვისებები გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით - გენეტიკოსის განმარტება

ლალი მარგველაშვილი

 გენეტიკოსი ლალი მარგველაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა დაავადებები გადაეცემა ბავშვს მშობლებისაგან და რა ნიშან-თვისებებს იღებს ის გენეტიკურად მემკვიდრეობით:

 ნებისმიერი დაავადება რომ გამომჟღავნდეს ადამიანში, ან დედა და მამა თანაბრად უნდა იყოს "დამნაშავე". ძალიან, ძალიან იშვიათად მამაა პასუხისმგებელი თავისი Y ქრომოსომით ამა თუ იმ დაავადებაზე. სამწუხაროდ, X მდედრობითი ქრომოსომიდან ბევრად მეტი დაავადება შეიძლება მოხვდეს ადამიანთან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა ჰემოფილია, როცა სისხლის შედედების პროცესი ირღვევა. ასევე, დაავადება დალტონიზმი. ის აუცილებლად სქესთანაა შეჭიდული, ვლინდება მამრობითი სქესის შვილებთან, მაგრამ მიზეზები დედები არიან.

 58 დამატებითი X-შეჭიდული დაავადება, რომლებიც ქალის სასქესო ქრომოსომაზეა განლაგებული. უმრავლეს შემთხვევაში დედიდან ვაჟიშვილების ნახევარს გადაეცემა. ხოლო, მამიდან ასეთი შედარებით ნაკლებია. მაგალითად, მამიდან შესაძლოა ვაჟიშვილს უშვილობა გადაეცეს, შეიძლება გადაეცეს დაავადება, რომლის დროსაც გარეგნულად სრულიად ჯანმრთელ ქალს კაცის ქრომოსომები აქვს.

 ადამიანები შიზოფრენიისა და აუტიზმის გენეტიკით ყოველთვის ინტერესდებიან. მაგრამ, მათი მრავალი ქვეტიპი არსებობს და აუტიზმიც და შიზოფრენიაც შედეგია. არსებობს შიზოფრენიის ისეთი იშვიათი ფორმა, რომელიც ბავშვს მხოლოდ მამიდან გადაეცემა. არის მისი რეცესიული და დომინანტური ფორმებიც. აუტიზმის უკვე 600-ზე მეტი გენია ცნობილი. ყველა ამ დაავადებას იწვევს. მაგრამ, რეალურად იმის გამო, რომ ისინი სხვადასხვა გენითაა გამოწვეული, სხვადასხვანაირი სიძლიერით გამოიხატება.

ვრცლად: