საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის საქმეზე ბრალდებულ 31 წლის ქართველ ქალს განაჩენი გამოუტანეს
1751363496
ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი გრძელდება. მაკა ბოჭორიშვილი სევილიაში, გენერალური დებატების ფარგლებში, სიტყვით დღეს გამოვა. ფორუმი მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს ეხება და მასში 70 ქვეყნის ლიდერი იღებს მონაწილეობას.
მინისტრის თქმით, ის ისაუბრებს როგორც საქართველოს რეგიონულ როლზე, ასევე, ქვეყნის გამოცდილებასა და მნიშვნელოვან პროექტებზე. ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი შეხვედრებიც.
"საუბარი იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პირველ რიგში, იმ პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში გატარებული რეფორმების შედეგად და იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც არის ქვეყანაში ბოლო წლებში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საქართველო იყოს პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილი მსგავს ფორმატებში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.