პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
50 მოსამართლეს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სასამართლო პროცესებს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევასა და მართლმსაჯულების აღსრულებას - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, „სასამართლო მრჩევლის პროგრამა“ 2018 წლიდან ხორციელდება და მას ანტინარკოტიკული სამართალდამცავი ბიურო აფინანსებს. ელჩმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა მიმართული იყო ქართველი მოსამართლეებისა და ამერიკელი მოსამართლეების თანამშრომლობისკენ.
„ამ პროგრამის ფარგლებში ქართველ და ამერიკელ მოსამართლეებს ჰქონდათ პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაახლოებით 50 მოსამართლეს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ სასამართლო პროცესებს, ნაფიც მსაჯულთა შერჩევას და მართლმსაჯულების აღსრულებას. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობები იყო, 9 ამერიკელი მოსამართლე ჩამობრძანდა საქართველოში და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას დააკვირდა. დაახლოებით 1000 მონაწილე იყო სხვადასხვა ტრენინგზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისათვის და ზოგადად შესაძლებლობების გაძლიერებისათვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა.