პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საერთო ჯამში, საქმე გვაქვს დაახლოებით 190 000 რუს ჯარისკაცთან, რომლებიც იწყებენ შეჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე, - ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, გიორგი ცხვიტავამ განაცხადა.
„ეს არის ფართომასშტაბიანი შეჭრა. რამდენიმე მიმართულებით დაიწყო შეტევა. ომის პირველი მსხვერპლი არის სიმართლე, ამისთვის მზადდებოდა ნიადაგი და რუსეთმა ყველაფერი გააკეთა. მეორე მიმართულება იყო კიბერშეტევები უკრაინის ოფიციალურ ვებგვერდებზე, მედიასაშუალებებზე და სტრატეგიულ ინსტიტუტებზე. მესამე მიმართულება იყო სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, რაც დილით დაიწყო. მეოთხე არის აეროპორტები - ბორისპოლი, ნიკოლაევი, კრამატორსკი, ივანო-ფრანკოვსკი, ხერსონი - ეს აეროდრომები იბომბება.
ამას მოჰყვა შეჭრა რამდენიმე მიმართულებით - ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჟიტომირის და ჩერნიგოვის მიმართულებით, რასაც, ცხადია, ემატება ბელარუსის მიმართულება. საერთო ჯამში საქმე გვაქვს დაახლოებით 190 000 რუს ჯარისკაცთან, რომლებიც იწყებენ შეჭრას სხვადასხვა ლოკაციაზე. თავიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბარი იყო სწავლებებზე, დაახლოებით 50 000 ჯარისკაცი იყო, შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა 70 000-მდე და ახლა უკვე საუბარია 190 000 ადამიანზე“, - განაცხადა ცხვიტავამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ, ომი ოფიციალურად გამოაცხადა.