საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება თავად ევროკავშირის ინტერესშიც არის და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ევროკავშირისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ინტერესი ერთადერთია, ჩვენს რეგიონში იყოს სტაბილურობა, მშვიდობა და გვქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების შეთავაზების შესაძლებლობა; მხოლოდ ამის საფუძველზე იქნება შესაძლებელი საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევა, რაც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება თავად ევროკავშირის ინტერესშიც არის და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ევროკავშირისთვის.

„საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, რა თქმა უნდა არის თავად ევროკავშირის ინტერესშიც. საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ევროკავშირისთვის და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ჩვენს შორის წარიმართოს ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წარიმართოს სწორედ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს ინტერესი არის ერთადერთი, ჩვენს რეგიონში იყო სტაბილურობა, მშვიდობა და გვქონდეს შესაძლებლობა ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების შეთავაზების. რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევა, რაც უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.