ლოცვა, რომელიც მარიამობის დღესასწაულზე იკითხება
1787860352
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.