საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა, მაშინ რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი ჰქონოდა ევროპასთან - არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანა იმაზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე დღეს ტოვებს.

თალაკვაძის თქმით, 2011 წელს საქართველოს 107 ათასმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა.

„ბატონი მანჯგალაძე გამოვიდა კიდევ ერთხელ მიგრაციასთან დაკავშირებით, წინა სხდომაზე ბევრჯერ გიპასუხეთ ამაზე და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს დატოვა ყოველწლიურად ყველაზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ქვეყანა. შეგახსენებთ 2011 წელს საქართველოს 107 ათასმა მოქალაქემ, ხოლო 2010 წელს 103 ათასმა დატოვა საქართველო და მაშინ რომ საქართველოს ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ, რომ საქართველოში მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა თქვენი ხელისუფლებისა და თქვენი მართვის სტილის გამო. აბსოლუტურად ყველა წავიდოდა ამ ქვეყნიდან, დღეს ეს მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები“, – განაცხადა თალაკვაძემ.