საქართველოში მალე არჩევნებია, ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე. ასეთი სახით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა ძალიან ცუდი იდეაა - ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო

ანდრაშ ლასლო

ჩემი აზრით, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების დრო ძალიან, ძალიან ცუდია. საქართველოში მალე არჩევნებია და ქართველი ხალხი წავა არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალზე. ასეთი სახით სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევა ძალიან ცუდი იდეაა, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ.

„საქართველო გეოგრაფიულად არ არის კარგ მდგომარეობაში, რადგან რეგიონული ძალებითაა გარშემორტყმული, ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ასევე უკრაინაში ომის გამო რთული დროა ევროპაშიც. დიდია ზეწოლა ყველა ქვეყანაზე ომში ჩათრევის.ჩვენ ძლიერი გრძნობები გვაკავშირებს საქართველოსთან. მე ვნახე საქართველოს კრიტიკა ოჯახური ღირებულებების დაცვის გამო მიღებული კანონიდან გამომდინარე და გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცებასაც კრიტიკა მოჰყვა. ჩვენც მსგავსი კანონმდებლობა მივიღეთ და მსგავსი კრიტიკის მომსწრე ვიყავით. ვფიქრობ ბუნებრივია, რომ ხალხს სურს ოჯახური ღირებულებების დაცვა და თანხმდებიან, რომ ესაა ყველა საზოგადოების ძირითადი ელემენტების ნაწილი და სურთ შვილების დაცვა. მეორეს მხრივ, გარე ჩარევაც სრულიად მიუღებელია. ევროკავშირს სურს საქართველომ ბრიუსელის მიერ დაწესებული მიმართულებით იაროს და ამ დროს საქართველოს გადასაწყვეტია ქვეყნის მომავალი. მე ვფიქრობ საქართველო სწორ გზაზეა ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით და არის ძალისხმევა იყოს ახლოს ევროკავშირთან. ვფიქრობ სამწუხაროა და ცუდია ევროპარლამენტის მხრიდან კრიტიკა ასეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.