საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

კორტნი ოსტრიანი

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზი, რომელიც აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი ჩამოვიდა. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.