საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

საქართველოსა და მოლდოვაში განგრძობადი კონფლიქტი ჩვენს განახლებულ ვალდებულებას მოითხოვს, რათა ისინი გადაიჭრას და ეს საზოგადოებები საკუთარი ხალხის არჩევანთან სრულ შესაბამისობაში მოვიდნენ, იყვნენ იმ ქვეყნების უფრო ფართო თანამეგობრობის ნაწილი, რომლებიც კანონის უზენაესობის ერთგულები არიან, - ამის შესახებ სკოპიეში მიმდინარე ეუთოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. სხდომას ამერიკისა და ევროკავშირის უმაღლესი პირებიც დაესწრნენ. სხდომაზე გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები.