საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა - სვენ მიქსერი

 სვენ მიქსერი

საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე ისეთი მაღალია, რომ ჩვენთვის ძალიან იოლი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

ვერცერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. და ისინიც, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.

ჩვენ ვნახეთ პრობლემები კანონის უზენაესობაში, სასამართლო სისტემაში, მედიათავისუფლებაში, ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია. ჩემი აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოში“, - განაცხადა სვენ მიქსერმა.