ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

„პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აგენტების ამერიკულ კანონზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„1. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე ვისი აგენტიც არ უნდა იყო. 2. ყველამ გაიგო, რომ [გარკვეული] ორგანიზაციები, სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიცაა იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა რაც არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბება, PVT-ის გაყალბება, როგორიც არის LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართა სამხრეთ ოსეთის. ეს ორგანიზაციები არიან სინამდვილეში არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. 3. ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანი გეგმა, - ანუ, ენჯეობის ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს ამისთვის და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენისას ამ კანონპროექტს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს პარლამენტში ეს გადაწყვეტილება გაფორმდა, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მეორე მოსმენით პარლამენტმა „ხალხის ძალის“ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი