„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, შტატების მიერ დაკავებული ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად, ამერიკული ვერდიქტის მოლოდინშია. ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და ფლობის შეთქმულება - ბრალის კვალიფიკაცია ცნობილია. მადუროები ბრუკლინის მეტროპოლიტენის წინასწარი დაკავების ცენტრში არიან მოთავსებული, ვენესუელის მმართველობაზე კი პასუხისმგებლობას შეერთებული შტატები იღებს. მიუხედავად ამისა, კარაკასი ვაშინგტონისგან პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვს, ტრამპის პასუხი კი, მხოლოდ უარია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელას მართვაზე პასუხისმგებლობას აშშ აიღებს.