1792612078
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს უკვე ეწვია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბახტიორ საიდოვს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.









