საქართველოს პრეზიდენტმა პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლუკა ეხვაია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და ნუგზარ უბერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ნუგზარ უბერს მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული პედიატრიისა და სამედიცინო განათლების განვითარებაში.