ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1769693762
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით შემდეგი სასესიო კვირის სამშაბათს, 17 თებერვალს წარდგება.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, როგორც წესი, არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, შეიძლება, ეს თარიღი შეიცვალოს. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პრეზიდენტთან. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ კვირას დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქვეყნის გარეთ და მნიშვნელოვანია, მთავრობა, პრემიერ-მინისტრიც წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს, საერთო კონსულტაციით შევთანხმდით, რომ შემდეგ სასესიო კვირას, სამშაბათს, 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დღეს, პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება. ასე რომ, 17 თებერვალს გვექნება ეს ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.