1792094214
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.








