ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც წლის ბოლომდე სასიამოვნო სიურპრიზები ელით
1792168020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთო-ს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.
ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.