„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1779633716
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა ირაკლი ყანდაშვილს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.